დონალდ ტრამპი - ეპშტეინმა შეთქმულება მოაწყო, რათა დარწმუნებულიყო, რომ არჩევნებში წავაგებდი, დროა, ქვეყანა სხვა რამეზე გადაერთოს - Palitra News

დონალდ ტრამპი - ეპშტეინმა შეთქმულება მოაწყო, რათა დარწმუნებულიყო, რომ არჩევნებში წავაგებდი, დროა, ქვეყანა სხვა რამეზე გადაერთოს

2026-02-04 12:38:24+04:00

ეპშტეინმა შეთქმულება მოაწყო, რათა დარწმუნებულიყო, რომ არჩევნებში წავაგებდი, დროა, ქვეყანა სხვა რამეზე გადაერთოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ახლა ქვეყანა ისეთ რამეზე უნდა გადაერთოს, რაც ხალხს ადარდებს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა „ეპშტეინის ფაილებიდან“ სამ მილიონზე მეტი გვერდი გამოაქვეყნა, მათ შორის ორი ათასი ვიდეო და 180 ათასი ფოტო. ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვანის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. ეპშტეინმა ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეპშტეინის საქმის სისხლის სამართლის გამოძიებებთან დაკავშირებული ფაილების გამოქვეყნება, კონგრესის მიერ მიღებული კანონის შესაბამისად დაიწყო.