საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე შეხვედრები გრძელდება. გუშინ განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ სამუშაო შეხვერდა ამჯერად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გამართა. დისკუსია 3 საათ-ნახევარს გაგრძელდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ აკადემიურმა პერსონალმა აღნიშნა, რომ საუბარი მწვავე, ემოციური და საქმიანი იყო. როგორც აღინიშნა,გაერთიანებაზე გადაწყვეტილება მიღებულია, და ახლა მსჯელობა მიმდინარეობსს დეტალებზე, რათა პროცესი მინიმალურად მტკივნეული იყოს. ჯაბა სამუშაის ინფორმაციით, პარასკევს, დაგეგმილია კიდევ ერთი ერთოიბლივი შეხვედრა განათლების მინისტრთან, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ვიდრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანების საკითხზე კონსულტაციები გრძელდება განათლების სამინისტროს შუამავლობით გრძელდება საკითხს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ვის რა პოზიცია აქვს საკითხზე?