ირაკლი კობახიძე - მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, პროგნოზირებადობა ინვესტიციებს, ინვესტიციები კი, ეკონომიკურ ზრდას - რაც ნამდვილად გამოარჩევს საქართველოს, არის ის, როგორ ვურთიერთობთ მსოფლიოსთან - Palitra News

ირაკლი კობახიძე - მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, პროგნოზირებადობა ინვესტიციებს, ინვესტიციები კი, ეკონომიკურ ზრდას - რაც ნამდვილად გამოარჩევს საქართველოს, არის ის, როგორ ვურთიერთობთ მსოფლიოსთან

2026-02-03 20:36:56+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, პროგნოზირებადობა - ინვესტიციებს, ხოლო ინვესტიციები - ეკონომიკურ ზრდას. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში შეინარჩუნა მაკროეკონომიკური დისციპლინა, ინვესტორთა ნდობა და მშვიდობა. კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე სამიტზე Eagle Hills-ის ინვესტიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი გლობალური კაპიტალის ნდობის მაჩვენებელია. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მრგვალი მაგიდის შეხვედრებსა და ორმხრივ შეხვედრებშიც მონაწილეობს.