სატელევიზიო ეთერში მმართველი პარტიის ინიციატივით დებატების ფორმატი განახლდა, თუმცა ოპოზიციის ნაწილი მასში მონაწილეობას არ აპირებს. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მზად არიან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგისთვის. ამავე დროს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დებატებზე უარს ამბობს და განმარტავს, რომ მმართველი გუნდი პოლემიკას სატელიტი პარტიების გარემოცვაში ცდილობს, რაც სამართლიანი დებატების პრინციპს ეწინააღმდეგება. მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ ამ გადაწყვეტილებაზე გარე ფაქტორებმა იქონია გავლენა.