პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა სურსათის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნას. ინიციატივა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ წარადგინა. მისი განცხადებით, კომისია საზოგადოებისთვის ღია ფორმატში იმუშავებს და პროცესის პირდაპირი ეთერით გაშუქებაც იქნება შესაძლებელი. წინასწარი ინფორმაციით, კომისია 14 წევრისგან დაკომპლექტდება, რომელთა უმრავლესობა მმართველ პარტიას ეყოლება. კომისიის ხელმძღვანელად ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი დასახელდა. სურსათის ფასების ზრდას ხელისუფლება მაღალი მარჟებით ხსნის.