პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა ლოზუნგით – „ივანიშვილის კანონი საქართველოს წინააღმდეგ“ - Palitra News

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა ლოზუნგით – „ივანიშვილის კანონი საქართველოს წინააღმდეგ“

2026-02-03 20:34:27+04:00

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა ლოზუნგით – „ივანიშვილის კანონი საქართველოს წინააღმდეგ“. საგაზაფხულო სესიის პარალელურად გამართულ აქციაზე ადგილი ჰქონდა ხმაურსა და დაპირისპირებას. პოლიციამ დააკავა აქტივისტი ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც სასამართლომ დეკემბერში ტროტუარზე გამართული პროტესტისთვის ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებენ, რომლებიც პარტიულ საქმიანობასა და პოლიტიკურ აქტივობას ზღუდავს, მათ შორის განათლების სფეროშიც. რა გეგმები აქვთ მომიტინგეებს და როგორ ვითარდებოდა აქცია?