საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება სხავდასხვა ფორმატში განიხილება. დღეს 17 საათზე თემაზე სამსჯელოდ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდება. გუშინ მსგავსი შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან გაიმართა. ზვიად გაბისონიას ინფორმაციით, ორი უნივერსიტეტის რეორგანიზაციის პროცესის მინიმალური ვადა, სავარაუდოდ 6 თვე და მეტი იქნება.