ამერიკის საელჩო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაამოწმონ, რამდენ ხანს აქვთ ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის უფლება. საელჩო მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას, რა განსაზღვრავს ამერიკის შეერთებულ შტატებში მათი დარჩენის ხანგრძლივობას. განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო ვიზიტორისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში დარჩენის ვადას განსაზღვრავს საიმიგრაციო ოფიცერი აშშ-ში ჩასვლისას და არა B1/B2 ვიზიტორის ვიზის ვადის გასვლის თარიღი. ამერიკის საელჩო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს შეამოწმონ მათ I-94 ბლანკზე მითითებული თარიღი დავშვებამდე, რათა გაიგონ, რამდენ ხანს გქვთ აშშ-ში დარჩენის უფლება“. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის თავიდან აცილების მიზნით, შეერთებული შტატები ვიზიტორმა ე.წ. დაშვების თარიღამდე უნდა დატოვოს. ხოლო იმის გადასამოწმებლად, კიდევ აქვს თუ არა ვადა ვიზას, ამერიკაში ჩასული მოგზაურებისთს განკუთვნილ ოფიციალურ ვებგვერდს უნდა ეწვიონ.