გასულ წელს თბილისში 42 388 ბინა გაიყიდა. საშუალო ფასი კი წლიურად 4%-ით არის გაზრდილი. მონაცემებს უძრავი ქონების ბაზრის შესახებ „გალთ ენდ თაგარტი“ ავრცელებს. კვლევის მიხედვით, 2024 წელთან შედარებით, მაჩვენებელი 4.3%-ითაა გაზრდილი, უძრავი ქონების ფასი კი წლიურად 7,9%-ით არის მომატებული. გასულ წელს ფასები გაიზარდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზრებზე. პირველად ბაზარზე საშუალო ფასი წლიურად 4%-ით გაიზარდა, რაც ზრდის ტემპის დასტაბილურების ნიშანია, მაგალითად 2024 წელთან შედარებით, როცა ფასი 11.6%-ით გაიზარდა და 2023 წელთან შედარებითაც, როცა ფასის ზრდამ 20%-ს გადააჭარბა. რაც შეეხება მეორად ბაზარს, გასული წლის დეკემბერში მეორად ბაზარზე საშუალო ფასი წლიურად 7.9%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ კვადრატული მეტრი ბინის ფასი თბილისში საშუალოდ 1200-დან 1500 დოლარამდე მერყეობდა. 9-10 დოლარის ფარგლებში შენარჩუნდა ქირის ფასი კვ.მ-ზე, რაც კვლევითი ორგანიზაციის შეფასებით, 2024 წლის შემდეგ, სტაბილურობის ახალი დიაპაზონია. ქირის ამონაგები კი - 8.6%-ს შეადგენს.