2026 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 4.8 პროცენტი გამოდის - Palitra News

2026 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 4.8 პროცენტი გამოდის

2026-02-03 13:16:36+04:00

2026 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 4.8 პროცენტი გამოდის. ინფორმაციას სტატისტიკიას ეროვნული სამსახური აქვეყნებს. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, სადაც ჯგუფში ფასები გაიზარდა დაახლოებით 3%-თ. ყველაზე მეტად სურსათის ჯგუფში გაძვირებულია ბოსტნეული და ბაღჩეული -12.5%, ხილი და ყურძენი თითქმის 6%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 3.5 პროცენტით, ტკბილეული დაახლოებით 3%-ით. ფასები მომატებულია ჯანმრთელობის დაცვის კატეგორიაში, როგორც სამედიცინო პროდუქციაზე, მომსახურებაზე ასევე დაზღვევაზე, მთელი 8,5%-ით. და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ფასების ზრდა ერთი თვის ჭრილში. ახლა რაც შეეხება, ფასების ზრდას წლის განმავლობაში, ზოგადად სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 10,6 %-ით გაძვირდა, თუმცა ცალკეული კატეგორიების მიხედვით ფასის ზრდა უფრო მაღალია. მაგალითად, თევზეულის ფასი გაზრდილია 20.5 პროცენტით, ხილი და ყურძენი გაძვირებულია დაახლოებით 17%-ით, პური და პურპროდუქტები 14%-ით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 10 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (9.4 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (8.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (8.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8.6 პროცენტი). წლის განმავლობაში საკვებთან ერთად გაზრდილია ასევე ჯანდაცვის სერვისები, პროდუქცია და სხვა და სხვა კატეგორიაში შემავალი საქონელი და მომსახურება. მაგალითად ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არის გაძვირებული პირადი ნივთები დაახლოებით 38%-ით და პირადი ჰიგიენის საქგნებიც.