მეწარმის მიერ პოლიტიკურ აქტივობაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება. პარლამენტი დიდი ალბათობით უფრო მკაცრ კანონს მიიღებს, ვიდრე პირველი მოსმენით გათვალისწინებულ ცვლილებებშია ინიცირებული. საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც თუ მეწარმე იურიდიული პირი, მისი ძირითადი სამეწარმეო საქმიანობის გარდა პოლიტიკითაც დაკავდება, ის ადმინისტრაციული წესი დაჯარიმდება ჯერ 20 ათასი ლარით, მომდევნო ჯერზე კი 40 ათასი ლარით. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ბიზნესში პოლიტიკის კეთება უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს, ამიტომ გამოდიან ინიციატივით, რომ ფულადი ჯარიმა მხოლოდ პირველ ჯერზე იყოს განსაზღვრული, სხვა ყველა განმეორებით შემთხვევაზე კი პოლიტიკურად აქტიურ მეწარმეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს. მმართველი გუნდის მიზანი მარტივია: ბიზნესის ფული პოლიტიკაში არ უნდა იყოს დაბანდებული და ბიზნესმა ბიზნესი აკეთოს, ხოლო ვისაც პოლიტიკაში მონაწილეობა სურს ნება იბოძოს და პარტიად დარეგისტრირდეს. შესაბამისად, როდესაც საკანონმდებლო ცვლილებები მეორე მოსმენის ფარგლებში გავა განსახილველად პარლამენტში, მოსალოდნელია, რომ მეწარმის მიერ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სანქცია, არა მხოლოდ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, ასევე “სისხლის სამართლის კოდექსშიც“ აისახოს.