საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია „მე მომავალში“ განახლდა. მიმდინარე წელს კამპანიას საქართველოს სპორტის სამინისტროც შეუერთდა, რომელიც სხვადასხვა სპორტული აქტივობით იქნება წარმოდგენილი.
კამპანიის მეორე ეტაპის ფარგლებში,მართლწესრიგის ოფიცრები და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს VI-IX კლასის მოსწავლეებთან საქართველოს ექვს რეგიონში გამართავენ. მიმდინარე წელს ანტინარკოტიკული კამპანია ჯამში 100 საჯარო სკოლას მოიცავს.