აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინფორმაციით, აშშ-სა და ინდოეთს შორის ახალი სავაჭრო შეთანხმება შედგა. ტრამპის თქმით, შეთანხმების ფარგლებში აშშ ინდოეთზე მოქმედ ტარიფს 25 პროცენტიდან 18 პროცენტამდე ამცირებს, ხოლო ინდოეთი აშშ-ის მიმართ ტარიფებისა და არასატარიფო ბარიერების გაუქმებას გეგმავს. როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ნარენდრა მოდიმ თანხმობა განაცხადა რუსული ნავთობის შეძენის შეწყვეტაზე და ენერგორესურსების უფრო დიდი მოცულობით აშშ-დან და სავარაუდოდ, ვენესუელიდან შეძენაზე. ტრამპი ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას შესაძლოა ხელი შეუწყოს.