უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს - Palitra News

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს

2026-02-03 12:32:49+04:00

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა ერთ-ერთ საბავშვო ბაღში კი ხანძარი გაჩნდა. შეტევა განხორციელდა ხარკოვზეც - დაშავდა სულ მცირე ორი ადამიანი. ქალაქში, სადაც ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს 20 გრადუსამდე დაეცა, ენერგოობიექტებზე დარტყმის გამო ასეულობით სახლს გათბობა გაეთიშა. ამ ფონზე, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმების ერთი კვირით შეწყვეტას დათანხმდა.

ამავდროულად, ყურადღების ცენტრშია აბუ დაბიში 4–5 თებერვალს დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებები. ევროპელი ლიდერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უკრაინის საკითხი საერთაშორისო უსაფრთხოების დღის წესრიგში რჩება.