თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება - რა არგუმენტებს უპირისპირებენ ოპონენტები მმართველ გუნდს - Palitra News

თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება - რა არგუმენტებს უპირისპირებენ ოპონენტები მმართველ გუნდს

2026-02-03 12:24:14+04:00

თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების ინიციატივა კვლავ კრიტიკის სამიზნეა. აკადემიური სფეროსა და სტუდენტების ნაწილი შეხვედრებსა და კონსულტაციებს ითხოვენ. დიალოგის გაგრძელების საჭიროებაზე მიუთითებს აკადემიკოსი ჯაბა სამუშიაც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, მოსაზრებები აკადემიური საბჭოს, სენატისა და ფაკულტეტების დეკანებისგან მოისმინა. საბოლოო პოზიციები კვირის ბოლომდე უნდა შეჯერდეს. განათლების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ, განხილვის შედეგებს გივი მიქანაძე უნდა გაეცნოს. სამუშაო შეხვედრებთან ერთად, საკითხი პარლამენტში წინ მიიწევს. პარლამენტში ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ ცვლილებები განხილვისთვის დაჩქარებული წესითაა წარდგენილი. მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას საერთაშორისო რეიტინგისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებით ხსნის. თავის მხრივ, გარკვეულ რისკებზე აქცენტირებს ოპოზიცია. რა არგუმენტებს უპირისპირებენ ოპონენტები მმართველ გუნდს?!