დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება - საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა სავარაუდოდ, აქციის ფონზე ჩაივლის. დემონსტრანტებს საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია აქვთ დაანონსებული. დღის წესრიგით, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნაა დაგეგმილი. დაჩქარებული წესით განხილვისთვის ასევე წარდგენილია “ზოგადი განათლების შესახებ“ და “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებში ცვლილებები და საკანონმდებლო პაკეტი იქნება, რომელიც პარტიულ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შემზღუდავი კანონების მიღებას ითვალისწინებს.