საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის, მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება, საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც აიკრძალება - Palitra News

საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის, მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება, საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც აიკრძალება

2026-02-03 11:47:52+04:00

საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის, მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება, საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც აიკრძალება.

საკომუნიკაციო საშუალებების კერძო სკოლებში აკრძალვასთან დაკავშირებით ინიციატივა, განათლების კომიტეტზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, რიმა ბერაძემ დააყენა, რაზეც მინისტრის მოადგილეებმა აღნიშნეს, რომ შეზღუდვა, კერძო სკოლებზეც გავრცელდება.

„დიახ, რა თქმა უნდა, კერძო სკოლების სეგმენტშიც უნდა იყოს. საკომუნიკაციო საშუალებებზე ვსაუბრობთ. აქ საუბარი არაა მხოლოდ მობილურ ტელეფონზე. აქ შეიძლება იყოს პლანშეტი, საათი და ა.შ.“ - აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა.