ირანის პრეზიდენტის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრს აშშ-თან „სამართლიანი და თანასწორი მოლაპარაკებების“ დაწყება დაავალა - Palitra News

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრს აშშ-თან „სამართლიანი და თანასწორი მოლაპარაკებების“ დაწყება დაავალა

2026-02-03 10:23:05+04:00

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრს აშშ-თან „სამართლიანი და თანასწორი მოლაპარაკებების“ დაწყება დაავალა.

ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებაზე პასუხის გაცემის გადაწყვეტილება მეგობარი რეგიონული ქვეყნების მოთხოვნების გათვალისწინებით მიიღო.

„საგარეო საქმეთა მინისტრს დავავალე, რომ სამართლიანი და თანასწორი მოლაპარაკებებისთვის ნიადაგი მოამზადოს, იმ პირობით, რომ შესაფერისი გარემო თავისუფალი იქნება მუქარისგან და არაგონივრული მოლოდინებისგან“, - წერს ირანის პრეზიდენტი X-ზე.

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები პარასკევს არის დაგეგმილი. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი მოლაპარაკებებს პარასკევს, 6 თებერვალს, სტამბოლში გამართავენ.