ნიუ იორკში ძლიერი თოვლისა და ყინვის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

ნიუ იორკში ძლიერი თოვლისა და ყინვის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა

2026-02-03 09:39:58+04:00

ნიუ იორკში ძლიერი თოვლისა და ყინვის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ნიუ იორკის მერმა, ზოჰრან მამდანმა განაცხადა. მამდანის თქმით, უკვე მე-11 დღეა, რაც ძლიერი ყინვები ფიქსირდება და გრძელდება მცდელობა, რაც შეიძლება მეტი ქუჩაში მცხოვრები ადამიანი გადაიყვანონ შენობებში. მერმა ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკონ.