მედიის ინფორმაციით, ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა განაცხადა, რომ თეირანი მზადაა, ვაშინგტონის მხრიდან გარკვეული დათმობების სანაცვლოდ ურანის გამდიდრების დონე 60 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შეამციროს. მრჩეველმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, ისრაელი ირანისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევა. მისი თქმით, თუ აშშ დარტყმას განახორციელებს, ისრაელი აუცილებლად ჩაერთვება პროცესში და ირანის პასუხი პროპორციული იქნება. შამხანიმ დასძინა, რომ პასუხის მასშტაბი დამოკიდებული იქნება მეორე მხარის ქმედებებსა და ნაბიჯებზე. მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები პარასკევს არის დაგეგმილი.წყაროების განცხადებით, შეხვედრის დაგეგმვა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თურქეთის, ეგვიპტისა და კატარის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგია.