პარლამენტმა დაიწყო ახალი საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, რომლის მიხედვითაც იურიდიული დახმარების სამსახური პარლამენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება.
ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს. ინიციატივის თანახმად, პრემიერ-მინისტრს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება მიენიჭება, ასევე იცვლება სამსახურის მმართველი ორგანოს - იურიდიული დახმარების საბჭოს დაკომპლექტების წესი.
ინიციატივის ავტორები ცვლილებებს სამსახურის საქმიანობისა და მისი მონიტორინგის ეფექტიანობის გაუმჯობესების საჭიროებით ასაბუთებენ.