დადგენილების პროექტი, რომელიც ფასების რეგულირების საკითხებზე სპეციალური დროებითი კომისიის შექმნას ითვალისწინებს, პარლამენტში ინიცირებულია - Palitra News

დადგენილების პროექტი, რომელიც ფასების რეგულირების საკითხებზე სპეციალური დროებითი კომისიის შექმნას ითვალისწინებს, პარლამენტში ინიცირებულია

2026-02-02 12:37:32+04:00

პარლამენტში ინიცირებულია დადგენილების პროექტი, რომელიც ფასების რეგულირების საკითხებზე სპეციალური დროებითი კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

“სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია“ – ასე ერქმევა კომისიას, რომლის შექმნის გადაწყვეტილებას პარლამენტი 3 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, დადგენილების მიღების შემდეგ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კომისიაში თითოეული ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფისთვის კვოტებს განსაზღვრავს. მისი ინფორმაციით, 3 და 4 თებერვალი დროებითი კომისიის ჩამოყალიბებას დაეთმობა. კომისია მუშაობას 5 თებერვლიდან დაიწყებს.

დროებით საპარლამენტო კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა უხელმძღვანელებს.