პარლამენტი დღეიდან „გრანტების შესახებ“, კანონში დაგეგმილ ცვლილებების განხილვას იწყებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით მხარდაჭერის შემდეგ საკითხს პლენარულ სხდომაზე მომდევნო დღეებში გაიტანენ. ახალი რეგულაციის მიხედვით, გრანტად ამიერიდან მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე რაიმე გავლენის მოხდენას. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ რომ ცვლილებების მიღების შემდეგ ვერავინ მოახერხებს ქვეყნის საზღვრებს გარედან საქართველოში არეულობისა და ძალადობის დასაფინანსებლად ალტერნატიული გზების გამონახვას. პარტია "გახარია საქარტველოსთვის" საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სიახლე მიზნად ისახავს, განსხვავებული აზრის ჩახშობას, სამოქალაქო სექტორისა და პარტიების განვითარების შეზღუდვას.