სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, „ექსპო ჯორჯიაში“ განათლების რეფორმის საჯარო განხილვა მიმდინარეობს - Palitra News

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, „ექსპო ჯორჯიაში“ განათლების რეფორმის საჯარო განხილვა მიმდინარეობს

2026-01-31 14:13:55+04:00

„ექსპო ჯორჯიაში", საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისინიციატივით, განათლების რეფორმის საჯარო განხილვა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე აკადემიური წრის წარმომადგენლები იმყოფებიან. დამსწრებს ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართავს.

აღნიშნულ შეხვედრაზე ბოლო პერიოდში განათლების სფეროში დაანონსებულ ცვლილებებს განიხილავენ.

განხილვაში მონაწილეების განცხადებით, „აქამდე რეჟიმი ადამიანებს მხოლოდ ფიზიკურად ეხებოდა“, ხოლო ახლა შემდგომ ეტაპზე გადავიდა, რომელიც განათლებაზე შეტევას გულისხმობს.