24-მა ქვეყანამ ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების გაუარესების გამო ექსპერტული მისია შეიქმნას. ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ამუშავება ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი სიგნალია. ოპონენტები განმარტავენ, რომ შემუშავებული ანგარიში შესაძლოა საფუძველი გახდეს სანქციებისა და სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებების, შესაბამისად, ამ პროცესს ქართული ოცნებისთვის მძიმე შედეგები ექნება. გარე ძალების მხრიდან კვლავ შანტაჟისა და დაშნების მცდელობაზე საუბრობენ ქართულ ოცნებაში. უმრავლესობის წევრების თქმით, სახელისუფლებო გუნდს დასამალი არაფერი აქვს და ყველა საკითხზე არგუმენტირებული საუბარი შეუძლია.