კუბის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის გამო, დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებში ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - Palitra News

კუბის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის გამო, დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებში ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

2026-01-30 12:35:09+04:00

კუბის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის გამო, დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებში ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ტრამპის სიტყვებით, კუბის რეჟიმი „მტრულ ქვეყნებთან“ თანამშრომლობს, მათ შორის რუსეთი, ჩინეთი და ირანი სახელდება. თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ შეზღუდვები გამონაკლისის გარეშე, ყველა ქვეყანაზე გავრცელდება, რომელიც კუბასთან ენერგეტიკულ თანამშრომლობას გააგრძელებს. 28 იანვარს ტრამპმა განაცხადა, რომ კუბა ვენესუელური ნავთობის მიწოდების შეწყვეტის გამო კოლაფსის პირასაა.