ქვემო ქართლის პოლიციამ სხვადასხვა დროს მომხდარი თაღლითობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი - Palitra News

ქვემო ქართლის პოლიციამ სხვადასხვა დროს მომხდარი თაღლითობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი

2026-01-30 12:32:38+04:00

ქვემო ქართლის პოლიციამ სხვადასხვა დროს მომხდარი თაღლითობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეულსა და თბილისში მდებარე სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, სხვადასხვა დროს მოტყუებით, ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას თაღლითურად ეუფლებოდნენ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 48 845 ლარი შეადგინა. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.