პარლამენტის დღის წესრიგში გრანტებთან დაკავშირებული კანონის გამკაცრება იგეგმება - რას მოიცავს გრანტების კანონი და როგორია საკითხზე პოლიტიკური შეფასებები - Palitra News

პარლამენტის დღის წესრიგში გრანტებთან დაკავშირებული კანონის გამკაცრება იგეგმება - რას მოიცავს გრანტების კანონი და როგორია საკითხზე პოლიტიკური შეფასებები

2026-01-29 15:42:03+04:00

საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტის დღის წესრიგში გრანტებთან დაკავშირებული კანონის გამკაცრებაც იქნება. უფრო კონკრეტულად, ახალი რეგულაციით, გრანტის განსაზღვრება დაზუსტდება. ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, გრანტად ჩაითვლება ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენის მოსახდენად იქნება გათვლილი. მმართველი პარტია ცვლილებების საჭიროებას მშვიდობის დაცვის არგუმენტით ხსნის. როგორც ამბობენ, გამკაცრებული კანონმდებლობით ვერავინ შეძლებს ქვეყანაში არეულობის მოსახდენად ალტერნატიული გზები მონახოს. „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი ცვლილებებით, გარე ლობიზმი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. ვრცლად, რას მოიცავს გრანტების კანონი და როგორია საკითხზე პოლიტიკური შეფასებები?!