საქართველოში ვიზიტით მყოფ კონგრესის თანამშრომლების დელეგაციასა და ოპოზიციურ პარტიის ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა - Palitra News

საქართველოში ვიზიტით მყოფ კონგრესის თანამშრომლების დელეგაციასა და ოპოზიციურ პარტიის ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა

2026-01-29 12:41:02+04:00

საქართველოში ვიზიტით მყოფ კონგრესის თანამშრომლების დელეგაციასა და ოპოზიციურ პარტიის ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ალან პერსელის რეზიდენციაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდნენ „ლელო-ძლიერი საქართველოს" „კოალიცია ცვლილებისთვის" პარტია „თავისუფლების მოედნის" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ინფორმაციით, საუბარი შეეხო უსაფრთხოების საკითხებსა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულო ურთიერთობის აღდგენას. ვიდრე კონგრესის თანამშრომლები "ქართლი ოცნების" ოპონენტებს შეხვდებოდნენ, ისინი მთავრობის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობის საკითხი. გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული პარტნიორობა განახლდება და ქვეყნების საერთო ინტერესების გათვალისწინებით, კონკრეტული დღის წესრიგით გაგრძელდება,“