ცვლილებები განათლების სექტორში - საქართველოს მთავრობამ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანდების გადაწყვეტილება მიიღო - Palitra News

ცვლილებები განათლების სექტორში - საქართველოს მთავრობამ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანდების გადაწყვეტილება მიიღო

2026-01-29 12:36:49+04:00

ცვლილებები განათლების სექტორში - საქართველოს მთავრობამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანდების გადაწყვეტილება მიიღო. განათლების მინისტრის განმარტებით, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც რეორგანიზაციის პროცესს წარმართავენ - აკადემიური კადრების და სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტების შემცირება არ იგეგმება. რაც შეეხება ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმებს, პარლამენტი დოკუმენტებს მომავალ კვირას დაჩქარებული წესით განიხილავს. ამდენად, აქტიურ ფაზაში გადადის რეფორმების აღსრულება , რომლის თანახმადაც, სხვა ცვლილებებთან ერთად პირველკლასელთა ასაკი იქნება 6 წელი, მე-11 კლასში შეიქმნება რეპეტიტორიუმი, 2028 წლისთვის კი დასრულდება ერთი სახელმძღვანელოს პრინციპზე მუშაობა.