შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, გადამოწმების მიზნით სამი პირი შეაჩერეს, რა დროსაც ბრალდებულებმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სიტყვიერიერთან ერთად ,ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. ძალადობრივი ქმედების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხმა თანამშრომელმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.