ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადეს, კონსულტაციებს განაგრძობენ, თუმცა ერთიანობის საკითხზე მოსაზრებები კვლავ ორად იყოფა. ოპონენტთა ნაწილი დიალოგსა და იდეების შეჯერებას ემხრობა, თუმცა არა საერთო სახელისა და საარჩევნო ნომრის ქვეშ გაერთიანებას. ერთიან სტრუქტურაში საკუთარ თავს ხედავს „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა არა იმ დეკლარაციის ხელმომწერთა სიაში, რომელსაც ოპოზიციის მეორე ნაწილი განიხილავს. განსხვავებული ხედვა აქვს პარტიას „გახარია საქართველოსთვის“. ექსპრემიერის თანაგუნდელები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მხოლოდ საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებას გეგმავენ.