„ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ - ამ სახელწოდებით ჰელსინკის კომისია ხვალ ბრიფინგს გამართავს. ოპოზიცია ჰელსინკის კომისიის ობიექტურობაში დარწმუნებულია, "ქართული ოცნება" კი მათი მხიდან მცდარი ფაქტებისა და შეხედულებების გაჟღერებას ელოდება. თავად ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიფინგი შეეხება ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობასა და საქართველოს წინსვლისთვის სამომავლო გზებს. რას ელოდებიან განხილვიდან ქართველი პოლიტიკოსები?