გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოზე საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა ქვეყნის მისამართით რეკომენდაციების გასცეს - რა პასუხი აქვთ მთავრობის წარმომადგენლებს - Palitra News

გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოზე საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა ქვეყნის მისამართით რეკომენდაციების გასცეს - რა პასუხი აქვთ მთავრობის წარმომადგენლებს

2026-01-27 15:42:14+04:00

გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოზე საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა ჩვენი ქვეყნის მისამართით რეკომენდაციების გასცეს. მოწოდებები ძირითადად შეეხებოდა ბოლო დროს მიღებული კანონების, მათ შორის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის გაუქმებას სამართლებრივი ჩარჩოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობასა და მედია პლურალიზმის ხეშეწყობას. რეკომენდაციებს შორის იყო დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების შემთხვევების გამოძიება, დაზარალებულებისთვის სამართლიანობის, კომპენსაციისა დ და რეაბილიტაცია უზრუნველყოფა. ყველაფერი ის რაც ევროპის ქვეყნის წარმომადგენლებში კრიტიკას იწვევდა, მოსაწონი აღმოჩნდა რუსული მხარისთვის. ოპოზიციიის შეფასებით, ის ფაქტი, რომ საქართველოში რეფორმების კუთხით წინვლას მხოლოდ რუსეთი ხედავს, ნათლად წარმოაჩენს "ქართული ოცნების" საგარეო კურსს. რეკომენდაციები გაეროდან და პასუხი საქართველოდან.