აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი იძულებისა და ძალადობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებულები დაზარალებულს, ცემითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ერთ-ერთ ბანკში მათ სასარგებლოდ ანგარიშის გახსნას აიძულებდნენ, უზღუდავდნენ საცხოვრებლის დამოუკიდებლად დატოვების შესაძლებლობას. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 126-ე და 363-ე მუხლებით მიმდინარეობს.