რა ეტაპზეა ოპოზიციის ერთობაზე მუშაობა და რა მოლოდინები აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს - Palitra News

რა ეტაპზეა ოპოზიციის ერთობაზე მუშაობა და რა მოლოდინები აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს

2026-01-27 12:25:43+04:00

მსჯელობა ერთიანობაზე - ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებს განაგრძობენ, თუმცა შეძლებენ თუ არა მხარეები საერთო გადაკვეთის წერტილი იპოვონ - კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია. მოსაზრებები იყოფა. ოპონენტთა ნაწილი დიალოგსა და იდეების შეჯერებას ემხრობა, თუმცა საერთო კოალიციის წევრობა არ წარმოუდგენიათ. ერთიან სტრუქტურაში საკუთარ თავს ხედავს ნაციონალური მოძრაობა, თუმცა ერთობის იდეის ერთგულების დადასტურება, დეკლარაციაზე ხელმოწერით მათ გეგმებში არ შედის. პოლიტიკურ წინააღმდეგობაში საკუთარი გზა აქვს გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლებს. პარტიაში ამბობენ, რომ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან თანამშრომლობას არ აპირებენ. ოპონირებას კი პარლამენტის კედლებიდან განაგრძობენ.