,,ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა - ამ სახელწოდებით მოსმენას ჰელსინკის კომისია 28 იანვარს გამართავს - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

,,ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა - ამ სახელწოდებით მოსმენას ჰელსინკის კომისია 28 იანვარს გამართავს - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში

2026-01-27 12:22:48+04:00

საქართველოში არსებული ვითარების შესახებ იმსჯელებენ აშშ-შიც. ,,ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა - ამ სახელწოდებით მოსმენას ჰელსინკის კომისია ხვალ გამართავს. ვიდრე მომხსენებლები საკუთარ გზავნილებს გააჟღერებენ, იქამდე მოლოდინების შესახებ საქართველოში საუბრობენ. მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ დისკუსიის მიზანი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენისთვის ხელის შეშლაა. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, კომისიის წარმომადგენლებთა მოსაზრებები სიცრუეზე დაფუძნებული ხედვაა. ბრიფინგზე მძიმე შეფასებებისა და კრიტიკული განცხადებების გაჟღერებას ელოდებიან ოპოზიციაში. რა შეფასებები კეთდება დისკუსიამდე ერთი დღით ადრე?!