ჟენევაში, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში, ქვეყნებმა საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით რეკომენდაციები წარუდგინეს - Palitra News

ჟენევაში, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში, ქვეყნებმა საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით რეკომენდაციები წარუდგინეს

2026-01-27 12:20:45+04:00

საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ყურადღების ცენტრშია. ჟენევაში, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში, ქვეყნებმა საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით რეკომენდაციები წარუდგინეს. საუბარია დემონსტრაციების დროს ძალის გადამეტების შემთხვევების გამოძიებაზე, პოლიტიკური მოტივით დაკავებულ პირთა გათავისუფლებასა და დაზარალებულებისთვის სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფაზე. სხდომაზე დაფიქსირდა მხარდამჭერი შეფასებებიც. გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მდივანმა საქართველოში სასამართლო სისტემის, პოლიციის რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები მოიწონა... ხელისუფლების ოპონენტებისთვის ჟენევაში გამართული დისკუსია აჩვენებს, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესები და ადამიანის უფლებების მდგომარეობა კვლავ საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ რჩება. 51-ე სესიის ფარგლებში გამართული საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვა.