თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე ოპოზიციონერ პოლიტიკოს, გიორგი ვაშაძეს ღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ,,სტრატეგია აღმაშენებლის’’ ლიდერის თქმით, მის წინააღმდეგ აღძრული საქმე მძიმე მუხლებს მოიცავს. ვაშაძე თვლის, რომ საკითხით დაინტერესება საერთაშორისო ინსტანციებსაც მოუწევთ. გირაოს შეფარდებასთან ერთად, ვაშაძეს პასპორტიც ჩამოერთვა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას, შანტაჟისა და ზეწოლის მცდელობად აფასებს. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გირაოს გადახდას უძრავი ქონებით უზრუნველყოფით აპირებს.