გაერთიანდებიან თუ არა ოპოზიციური პარტიები საერთო მიზნის მისაღწევად - Palitra News

გაერთიანდებიან თუ არა ოპოზიციური პარტიები საერთო მიზნის მისაღწევად

2026-01-27 09:17:46+04:00

გაერთიანდებიან თუ არა ოპოზიციური პარტიები საერთო მიზნის მისაღწევად - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საკითხზე კოორდინაციეები ინტენსიურად მიმდინარეობს. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი თანხმდება რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლას რეალური შედეგი მხოლოდ ერთიანი ძალებით ექნება. პარტია „ლელო“ პარტიებს შორის დიალოგისა და საერთო იდეის გარშემო გაერთიანებას ემხრობა, თუმცა ისინი კოალიციაში გაწევრიანებას არ აპირებენ. ოპოზიციურ პარტიებთან კოორდინაციას გამორიცხავენ გახარიას გუნდში. ექსპრემიერის პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ისინი ხელისუფლებას მხოლოდ საპარლამენტო ტრიბუნიდან უპირისპირდებიან.