„ქართული ოცნების მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ — სწორედ ამ სახელწოდებით ჰელსინკის კომისია 28 იანვარს საქართველოს  შესახებ ბრიფინგს ჩაატარებს - Palitra News

„ქართული ოცნების მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ — სწორედ ამ სახელწოდებით ჰელსინკის კომისია 28 იანვარს საქართველოს  შესახებ ბრიფინგს ჩაატარებს

2026-01-26 20:55:32+04:00

„ქართული ოცნების მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ — სწორედ ამ სახელწოდებით ჰელსინკის კომისია 28 იანვარს საქართველოს შესახებ ბრიფინგს ჩაატარებს. როგორც ცნობილია, საკითხებს შორის იქნება ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოში გაუარესებული მდგომარეობა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივები. ოპოზიცია მძიმე და კრიტიკული განცხადებების მოლოდინშია და აცხადებს, რომ ამ მასშტაბის შემზღუდველი კანონმდებლობა საქართველოში აქამდე არასდროს ყოფილა. საპირისპიროს ამტკიცებს „ქართული ოცნება“ - მმართველ პარტიაში აღნიშნავენ, რომ შტატებში დაგეგმილ ბრიფინგზე „ჰელსინკის კომისია“ მიკერძოებულ და რეალობასთან შეუსაბამო შეფასებებს გააჟღერებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მსგავსი დისკუსიები ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენას ხელს უშლის.