პროდუქტებზე ფასების დარეგულირების საკითხზე სამუშაო პროცესი აპრილის ბოლომდე დასრულდება - როგორია აღნიშნული კომისიის გეგმები და რას ამბობენ ამ თემაზე ოპოზიციაში? - Palitra News

პროდუქტებზე ფასების დარეგულირების საკითხზე სამუშაო პროცესი აპრილის ბოლომდე დასრულდება - როგორია აღნიშნული კომისიის გეგმები და რას ამბობენ ამ თემაზე ოპოზიციაში?

2026-01-26 20:54:15+04:00

პროდუქტებზე ფასების დარეგულირების საკითხზე სამუშაო პროცესი აპრილის ბოლომდე დასრულდება. სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მოკვლევის საფუძველზე პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს. როგორც მთავრობაში ამბობენ, შესაბამისი უწყებები ამ ეტაპზე ე.წ. კარტელურ გარიგებებს სწავლობენ. აღსანიშნავია ისიც, რომ საგაზაფხულო სესიიდან ამ პროცესში პარლამენტიც ერთვება. დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძე სხვადასხვა სასურსათო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა ფასების ზრდის მიზეზები და ადგილობრივი მწარმოებლების წინაშე არსებული პრობლემები იყო. როგორია აღნიშნული კომისიის გეგმები და რას ამბობენ ამ თემაზე ოპოზიციაში?