თბილისის საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

2026-01-26 20:52:02+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე ე.წ. საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებებს ეხება. დღევანდელ სხდომაზე სასამართლო ვაშაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. გამოძიება 2025 წლის 6 ნოემბერს დაიწყო და ის რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის საქმესაც მოიცავს. ამავდროულად, ოპოზიციაში გრძელდება მსჯელობა სამომავლო პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით - ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი ერთიანი დეკლარაციის შემუშავებაზე მუშაობს, ხოლო მეორე ნაწილი კი ერთიანი პოლიტიკური სტრუქტურის შექმნის იდეას უჭერს მხარს. როგორ მიმდინაროებს გიორგი ვაშაძის პროცესი და რას ამბობენ პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით ოპოზიციონერი ლიდერები?