ისრაელმა ღაზადან ბოლო მძევლის ცხედარი დაიბრუნა - Palitra News

ისრაელმა ღაზადან ბოლო მძევლის ცხედარი დაიბრუნა

2026-01-26 19:11:54+04:00

ისრაელმა ღაზადან ბოლო მძევლის ცხედარი დაიბრუნა, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ცხედარი, რომელიც სერჟანტ რან გვილის ეკუთვნის, იდენტიფიცირებულია და ახლა მისი ისრაელში გადასვენება მოხდება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ უკანასკნელი მძევლის ცხედრის დაბრუნება, „ისრაელისთვის განსაკუთრებულ მიღწევას წარმოადგენს“.

„ჩვენ პირობა დავდეთ, რომ ყველას დავაბრუნებდით და ჩვენ ყველა დავაბრუნეთ“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.