ირანმა საერთაშორისო ფორუმებზე აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ტერორიზმის მხარდაჭერისთვის სარჩელი შეიტანა. ირანი ამტკიცებს, რომ აშშ და ისრაელი ირანის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ დივერსიულ მოქმედებებს უჭერენ მხარს და აფინანსებენ ქვეყნის წინააღდეგ მოქმედებებს. ირანის ხელისუფლების განცხადებით, აშშ-ისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები პირდაპირ იყვნენ ჩართული, რომლებიც აფინანსებდნენ, წვრთნიდნენ და მედია მხარდაჭერას უწევდნენ ქუჩებში მოქმედი არეულობის მონაწილეებსა და შეიარაღებულ ტერორისტებს. ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა, ასევე თთქვა, რომ ბოლოდროინდელი ძალადობრივი არეულობების უკან მდგომი მთავარი აგენტები აშშ და ისრაელია და აღნიშნა, რომ მათ პირდაპირი და აშკარა როლი ითამაშეს მოვლენებში. მისივე თქმით, უსაფრთხოების ძალებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში მონაწილე პირების მიმართ არანაირი შეღავათი არ იქნება.