ზურაბ ჯაფარიძე - პარტიებს შორის კონსულტაციების პროცესში პროგრესი არის, მათ შორის, საუბარია ერთიანი დოკუმენტის შემუშავებაზე - ყველას გააზრებული აქვს, რომ ძალების გაერთიანების გარეშე, რთული იქნება რეჟიმთან დაპირისპირება - Palitra News

ზურაბ ჯაფარიძე - პარტიებს შორის კონსულტაციების პროცესში პროგრესი არის, მათ შორის, საუბარია ერთიანი დოკუმენტის შემუშავებაზე - ყველას გააზრებული აქვს, რომ ძალების გაერთიანების გარეშე, რთული იქნება რეჟიმთან დაპირისპირება

2026-01-26 15:26:01+04:00

საპატიმროდან გათავისუფლებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა რიგებს გივი თარგამაძეც შეუერთდა. მან მე-12 პენიტენციური დაწესებულება 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. ის სასჯელს პრლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეურსულებლობის გამო იხდიდა. მომდევნო პოლიტიკოსი, რომელმაც საპატიმრო უნდა დატოვოს ნიკა გვარამიაა. ვიდრე "ქართული ოცნების" ოპონენტები საპატიმროებს ეტაპობრივად ტოვენებ, ოპოზიციური პარტიების ნაწილი მსჯელობს ერთიანი დოკუმენტის შემუშავებაზე, რომელსაც, როგორც ამბობენ, ყველა მსხვილი თუ აქტიური პოლიტიკური ჯგუფი ხელს მოაწერს. მეორე ნაწილს დეკლარაციების შემუშავების იდეა არ მოსწონს. "ნაციონალური მოძრაობა" თანამოაზრეებთან ერთად ერთიანი სტრუქტურით, სახელით შექმნილი ერთობის შექმნის მომხრეა.