სუს-თან, მანქანაში, უწყების თანამშრომლის ცხედარი იპოვეს - მას ჭრილობა ცეცხსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. უწყება პირველადი ვერსიით თვითმკვლელობაზე საუბრობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კლიმინალისტები. საქართველოს პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით დაიწყო. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იპოვეს. რას უკავშირებენ თანამშრომლის გარდაცვალებას და რა ირკვევა პირველადი მონაცემებით?