კომპანია „ფრიქსის“ დირექტორი - უბნის მაღაზიები დაიკეტა და მათი წილი აიღეს დიდმა ქსელებმა, რომლებიც ბაზარს წესებს კარნახობენ, მწარმოებლებს კი მათი შესრულება გვიწევს - ფასის რეგულირება შესაძლებელია, ვიღაცის ჯიბეს უნდა დააკლდეს - Palitra News

კომპანია „ფრიქსის“ დირექტორი - უბნის მაღაზიები დაიკეტა და მათი წილი აიღეს დიდმა ქსელებმა, რომლებიც ბაზარს წესებს კარნახობენ, მწარმოებლებს კი მათი შესრულება გვიწევს - ფასის რეგულირება შესაძლებელია, ვიღაცის ჯიბეს უნდა დააკლდეს

2026-01-26 14:43:47+04:00

პროდუქტებზე ფასების დარეგულირების საკითხზე სამუშაო პროცესი აპრილის ბოლომდე დასრულდება. სამთავრებო საკოორდინაციო კომისიის მოკვლევის საფუძველზე მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე კონკრეტული გადაწყვეტილებების , მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას აანონსებს. ამ ეტაპზე შესაბამისი უწყებები, კარტელურ გარიგებებს სწავლობენ. საგაზაფხულო სესიიდან საკითხის მოკვლევას პალამენტიც დაიწყებს. მანამდე ფასებთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია მუშაობას განაგრძობს. მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ირაკლი კობახიძე სხვადასხვა სასურსათო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. რა ეტაპზეა მოკვლევის პროცესი, რა არის ქართველი მწარმოებლების მთავარი პრობლემა და რა შემთხვევაშია შესაძლებელია ფასების დარეგულირება?