სამხრეთ ფილიპინებში, კუნძულ ბალუკ-ბალუკთან ახლოს ბორანი, რომელზეც 350-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, ჩაიძირა - Palitra News

სამხრეთ ფილიპინებში, კუნძულ ბალუკ-ბალუკთან ახლოს ბორანი, რომელზეც 350-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, ჩაიძირა

2026-01-26 12:07:29+04:00

სამხრეთ ფილიპინებში, კუნძულ ბალუკ-ბალუკთან ახლოს ბორანი, რომელზეც 350-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, ჩაიძირა. ოფიციალური პირების თქმით, მაშველებმა სულ მცირე 316 მგზავრი გადაარჩინეს და 15 ცხედარი ამოიყვანეს. სანაპირო დაცვის წარმომადგენლების თქმით, კუნძულებს შორის მოძრავი სატვირთო და სამგზავრო ბორანი, რომელზეც 332 მგზავრი და ეკიპაჟის 27 წევრი იმყოფებოდა, ზამბოანგას პორტიდან სულუს პროვინციაში, ჯოლოს კუნძულისკენ მიემართებოდა, როდესაც, როგორც ჩანს, ტექნიკური პრობლემები შეექმნა და ჩაიძირა. სანაპირო დაცვის მეთაურის განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ჩართულია სანაპირო დაცვისა და საზღვაო ძალების გემები, სათვალთვალო თვითმფრინავი, საჰაერო ძალების ვერტმფრენი და სათევზაო ნავების ფლოტი.მისივე ინფორმაციით, ბორნის ჩაძირვის ზუსტი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყება.