„ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ - ამ სახელწოდებით ჰელსინკის კომისია 28 იანვარს ბრიფინგს გამართავს. "2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, საქართველოს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, საქართველო, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყველაზე მძიმე ადამიანის უფლებების კრიზისში ჩააგდო." - ნათქვამია კომისიის განცხადებაში. გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, ბრიფინგზე განიხილავენ ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობას. „ქართული ოცნების“ ტაქტიკას განსხვავებული აზრის მქონე პირების დასჯისა და დემორალიზაციის მიზნით, და საქართველოს წინსვლისთვის სამომავლო გზებს“. ჰელსინკის კომისიის მიერ დაანონსებულ ბრიფინგს ეხმაურებიან საქართველოში.